ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთი-ღარიხევის მიმართულებით გარე განათება მოეწყო

619

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბაზალეთი-ღარიხევის მიმართულებით გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სისტემა უკვე გამართულია.

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბაზალეთში გარე განათება არასდროს ყოფილა. განათების ქსელის მოსაწყობად 20 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს გამოიყო. წელს კი, მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალებით სამუშაოები ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის” თანამშრომლებმა შეასრულეს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ“ – განმარტავს სოფლის დეპუტატი.