კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება.
“ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. პროექტი “ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მეშვეობით სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და…
Posted by კახეთის მხარე on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019