ქობულეთის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა.
ამ ეტაპზე, მოსახლეობას მომსახურებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ავტომანქანა უწევს, 20 ივლისიდან კი ცენტრს მეშვიდე ბრიგადა შეემატება.