ქუთაისის მერია მის ბალანსზე არსებული 15 ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 530 407 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზურნველყოს როგორც ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება, ასევე, მათი ავტოსათადარიგო ნაწილებით მომარაგება, რიგგარეშედ, მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ.
ამასთან, მიმწოდებელმა მანქანების ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
ტენდერი მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 21 ივლიის დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.