ბათუმში სპორტის ახალი სახეობის Teqball-ის განვითარება იწყება

749

უნგრული მხარე აჭარას სპორტის სახეობა ტექბოლის (Teqball) განვითარებაში დაეხმარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა სათამაშო მაგიდა ბათუმს საჩუქრად გადასცა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტექბოლის კომპანიის ხელმძღვანელი გრეგ მურანი და უნგრელი სპორტსმენები ესწრებოდნენ. ბათუმის დინამოს და უნგრელი ფეხბურთელების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაშიც გაიმართა.

“დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობაა. თამაში 2014 წელს პროფესიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს. შარშან ჩემპიონატს საფრანგეთმა უნასპინძლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.