თორნიკე რიჟვაძე: დაახლოებით, 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება

1136

წინა სტატია

ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი უნივერსიტეტის პროექტი წარადგინა და უკვე მერამდენედ დააანონსა, რომ მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.

დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, მართლაც გადის განათლებაზე, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ პროექტის წარდგენისას.

“უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით, 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება და მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებლებს ამ ძალიან სასარგებლო შეთანხმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა ბათუმში, ადგილზე შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას. ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ქვეყანას ეყოლება განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ ააშენონ უკეთესი საქართველო და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა. ეს არის მართლაც ეროვნული იდეა და ამ იდეის ხორცშესხმით არის შესაძლებელი ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ.