რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ექსპერტები ზაზა გაბუნიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარესა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენენ, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფაზე შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
შეხვედრაზე განხილული იქნება სანდო, ანგარიშვალებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები და მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის შეფასების პროცესში.