სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში 2020 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები, სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა განიხილეს.
ხოლო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტები წარადგინა.
2019 წლის პროექტებისთვის მუნიციპალიტეტებში 420 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2020 წლისთვის კი ბიუჯეტი 150 მილიონით მეტი იქნება.
სამუშაო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი კოპაძე და ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერები, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.