ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, მაგისტრალური არხის გაწმენდას, კვეთის მონოლითური ბეტონით მოპირკეთებას, კოლექტორისა და სათავე ნაგებობასთან არსებული ნაპირის დამცავი კედლის მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება მილხიდებსა და გვირაბს.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის 820 ჰექტარ სამეუნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
დიმი–როკითის მაგისტრალური არხი სათავეს მდინარე ხანისწყალზე არსებული კაშხლიანი სათავე ნაგებობიდან იღებს. მაგისტრალური არხის სიგრძე 3,264 კილომეტრია.