მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად სიღნაღში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

739

სიღნაღის მერია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. მერიის ორგანიზებით, ღონიძიება 1-14 ივლისს დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება.

“გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნახატები, ფოტოები და დეკორი. მასში მონაწილეობას კი ქართველი და უცხოელი ხელოვანები მიიღებენ. ამასთან, გაყიდვებიდან მიღებული თანხის 50% სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ”, – განმარტავენ მერიაში.

https://www.facebook.com/157323441128085/photos/a.157330161127413/1086805968179823/?type=3&theater