ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ქალაქის ახალგაზრდული მიმართულებით განვითარების საკითხებზე იმსჯელა.
“ახალგაზრდების როლი მუნიციპალიტეტის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია, ჩემი ძირითადი პრიორიტეტიც ახალგაზრდული საკითხების განვითარება და მათი იდეების გაზიარებაა“,-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის მერიაში გამართულ ძეხვედრაზე ახალგაზრდებს ის პროექტები და პროგრამები გააცნეს, რომელსაც მერია ახალგაზრდული კუთხით ახორციელებს, ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.
“ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები. ამასთან, აშენდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკაც“, – განმარტავენ ზუდიდის მერიაში.