ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე სტიქიით დაზიანებული ხიდიდან, დაახლოებით, 100 მეტრის მოშორებით ალტერნატიული ხიდის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დრომდე სოფლების – ხემაღალის, ღვერკის და ხორითის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს, ძირულიდან, შემოვლითი გზით უკავშირდებოდა.
მათივე ცნობით, დროებითი რკინის ხიდის მოწყობის სამუშაოებს ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ აწარმოებს.
“რაც შეეხება, 7 ივნისს ადიდებული მდინარის მოვარდნით მოშლილი ხიდის აღდგენას, სტიქიის საერთო ზარალის ფარგლებში დაზიანება აღწერილია და გადაგზავნილია შესაბამის ფონდში დაფინანსების მოპოვების მიზნით”, – განმარტავენ მერიაში.