მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 სკოლის რეაბილიტაციას 1 მილიონამდე ლარი მოხმარდება

706

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ექვსი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.

სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები ძირითადად საპირფარეშოების რემონტს, კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერის რემონტსა და გათბობის სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სკოლების სარემონტო სამუშაოებისათვის ჯამში 824 162 ლარი გამოყო.

სკოლების და მათში განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი კი ასეთია: სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის სახურავისა და საპირფარეშოს რეაბილიტაცისა და კარ-ფანჯრების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა – 194 678 ლარი; სოფელ თამარისის საჯარო სკოლის საპირფარეშოს (სკოლის შენობაში) მოწყობის და სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დამხმარე შენობის (ყოფილი მირზოვკის სკოლა) საპირფარეშოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა – 69 889 ლარი; ქალაქ მარნეულის N4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა კარების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა – 173 101 ლარი; სოფელ ქვემო ყულარში საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა – 34 198 ლარი; ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლის და სოფელ ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები – 158 661 ლარი; სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები – 193 635 ლარი;