ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

909

ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის თავმჯდომარეობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, რეგიონული განვითარების ფონდისა და მყარი ნარჩენების მართვის საგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ქვემო ქართლში, კერძოდ, წალკასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში “მთის განვითარების ფონდიდან” დაფინანსებულ რამდენიმე პროექტზეც მიაწოდა ინფორმაცია.