სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები, სამოქმედო გეგმა“ განიხილეს

939

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით შექმნილი „ირიგაციის სტრატეგია საქართველოსთვის 2017-2025 წლები, სამოქმედო გეგმა“ განიხილეს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა პირველი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც დარგის კომპლექსური განვითარება მოხდება. მათი განმარტებით, დოკუმენტი დარგის განვითარების ოთხ ძირითად მიმართულებას – მელიორაციის კომპანიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ლოკალური დონის სისტემის მენეჯმენტის შექმნას, სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საირიგაციო მომსახურების რეგულირებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ირიგაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სოფლის განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრის საკითხზე გაამახვილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ განხილვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს ”საქართველოს მელიორაციის“ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი