თბილისის მერმა კახა კალაძემ “იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა, რომ ვაშლიჯვრის ხიდის მშენებლობა, რომლის დასრულებაც აპრილის ბოლოსთვის დაანონსდა, მაისში დასრულდება.
ამასთან, თბილისის მერმა სატრანსპორტო პილიტიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ISUZU-ს ფირმის, 220 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, როგორც მერმა აღნიშნა, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
მერის განცხადებით, ერთია ავტობუსების შემოყვანა და პარკის ჩანაცვლება, მეორე კი ახალი მარშრუტების დადგენა, რაც კალაძის თქმით, ძირეულად დედაქალაქის არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია.