ატენის სიონთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1.1 მილიონზე მეტი დაიხარჯება

787

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სიონის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მთავრობამ, “საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის“ ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსებით უნდა განახორციელოს, რისთვისაც 1 131 463 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 ივნისს იწყება, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 180 კალენდარულ დღის ვადაში უნდა დაასრულოს.