სოფელ მაღლაკში 2 000-ზე მეტი ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

973

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე მიმდინარეობს. პრეტენდენტებს კი წინადადებების წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 086 155 ლარია.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მაღლაკის მოსახლობას წყალი დღის განმავლობაში 10-13 საათით მიეწოდება. სოფელში ათწლეულების წინ დამონტაჟებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული და მოძველებულია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურს, მოეწყობა მაგისტრალური წყალდენი და 698 ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება.

სამინისტროს ცნობით, სოფელ მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.