შიდა ქართლში 8 სამელიორაციო-ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

1068

შპს “საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში – ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში 8 სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს აწარმოებს.

პროექტების განხორციელების შემდეგ დამატებით 3 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 1 840 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

მიმდინარე სამუშაოებს შპს “საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომლის აღდგენა წყლის მიწოდებას ქარელის მუნიციპალიტეტის 400 ჰექტრამდე მიწის ფართობზე უზრუნველყოფს. სამუშაოების შედეგად კი, არხის საძირკველი და კედლები მონოლითური რკინა- ბეტონით მოპირკეთდება.

ხოლო, გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უტარდება მეღვრეკისისა და არბო-დიცის სატუმბ სადგურებს.

“რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის კუთხით მიმართული პროექტები შემდეგ სამუშაოებს ითვალისწინებს: გარემონტდება ელექტრომომარაგების შენობები და განახლდება სადგურის ელექტრო სისტემა; დამონტაჟდება ტუმბო-აგრეგატები. სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე მოეწყობა წყალსადენი მილები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 840 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება”, – განმარტავენ შპს “საქართველოს მელიორაციაში”.

შპს “საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ოთარ შამუგიამ კასპში ხვითის მექანიკური მორწყვის სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.

პროექტი სარწყავ სისტემაზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს: ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება ზედა მაგისტრალური არხის 6,500 მეტრიანი მონაკვეთი; ამორტიზებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოწყობილობები იცვლება ახალი ინფრანსტრუქტურით, მაგისტრალური არხიდან გამომავალი წყლის დახურული გამანაწილებლები გამოიცვლება და მოეწყობა წყალგამანაწილებელი ჭები. აღნიშნული სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის 230 ჰექტარი სამეურნეო მიწის მორწყვას უზრუნველყოფს.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს, ხვითის სატუმბი სადგურის რემონტს, დამხმარება შენობა-ნაგებობების აღდგება-მოწყობას და სატუმბი სადგურის ტერიტორიის შემოღობვას.