ყოფილი დეპუტატი 2 ივნისს “არგოთი” მდინარე რიონში გაცურვას გეგმავს

2843

წინა სტატია

პარლამენტის მერვე მოწვევის ყოფილმა დეპუტატმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ომარ ნიშნიანიძემ გემის მშენებლობა თითქმის დაასრულა. ხისგან გაკეთებულ გემ “არგოს“ ყოფილი დეპუტატი მდინარე რიონში 2 ივნისს გაუშვებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გეგმის მიხედვით, გემი ფოთიდან გაემგზავრება, რომელსაც თან იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი გაჰყვება, ვანში კი “არგოს” კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.

პროფესორის თქმით, მისი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა. თეატრალური სანახაობის შემდეგ კი, გემი მის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას. მისივე თქმით, “არგო”  მდგრადი და უსაფრთხო იქნება. თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატი მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისების დანიშვნას ითხოვს.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, “არგოს” მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.

ფოტო: ქუთაისი პოსტი