გორში საცურაო აუზის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყება

1134

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახურული ტიპის საცურაო აუზის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება. – ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 7 წლიან გეგმაშია ნათქვამი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი დახურული საცურაო აუზის მშენებლობას მუნიციპალური ბიუჯეტიდან 585 000 ლარი მოხმარდება, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და საერთო ჯამში 4 500 000 ლარი დაიხარჯება.

საცურაო აუზის შენობა იქნება ერთადერთი. მსგავსი ტიპის დაწესებულება მთელ რეგიონში არ არსებობს, რომლითაც ისარგებლებს არა მარტო ქალაქის, არამედ მეზობელი სოფლებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა. პროექტით გათვალისწინებულია ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებით (წყალმომარაგება – კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, სახანძრო სიგნალიზაცია) თანამედროვე  მოეწყობა“, – წერია რეგიონის განვითარების 2014-2021 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.