გარემოვაჭრეებმა ალტერნატიული სივრცეების მოსაძებნად, აჭარის მთავრობას ვადა პარასკევამდე მისცეს

659

წინა სტატია

აჭარის მთავრობასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი და ბათუმის ვიცემერი შეხვდნენ. მოლაპარაკებიდან გამოსული მოქალაქეებმა თქვეს, რომ ალტერნატიული სივრცეების მოსაძებნად, რეგიონის ხელისუფლებას ვადა პარასკევამდე მისცეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“პირველი ალტერნატიული ადგილი რაც მათ შევთავაზეთ ეს არის ავტოსადგურის ეზოში რკინიგზის მხარე, სადაც შესაძლებელია ჯიხურების განთავსება, მეორეა, 23-ე სკოლასთან თავისუფალი ტერიტორია რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. ამ ეტაპზე მასთან გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ, გვინდა სავაჭრო ბაზა გაკეთდეს” – ამბობს აქციის მონაწილე ლია შაინიძე.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, გარემოვაჭრეები პარასკევამდე აქციებს წყვეტენ.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები აჭარის მთავრობასთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ.