აჭარის მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, რამდენიმე თვის წინ ბათუმის მერიამ ისინი წერეთლის ქუჩიდან ძველი ავტოსადგურის შენობაში გადაიყვანა და აღნიშნულ შენობაში ვერ ვაჭრობენ, რადგან მოქალაქეები არ შედიან და ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ.
გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას ან ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვენ, სადაც სავაჭროდ პირობები იქნება შექმნილი.
დღეს კი აჭარის მთავრობასთან და ბათუმის მერთან შეხვედრას მოითხოვენ.