თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებისთვის, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 საათიდან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შესაძლებელი იქნება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
“დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. ხოლო, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.