ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ქვემო ნაშოვარში, ფოდაანსა და ბაისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები იწყება. პროექტები, რომლის ფარგლებშიც 3 კილომეტრამდე გზის საფარის დაგება მოხდება ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ ლაგოდეხგზა“ განახორციელებს.
რეაბილიტაციამდე აღნიშნული პროექტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა . გზის საფარის დაგება სამივე სოფელში მომდევნო კვირაში დაიწყება. რომელთა საერთო ღირებულება 660, 281 ლარს შეადგენს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!