ბათუმში დიმიტრი სვიშევსკის ქუჩას რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2020 წელს ჩაუტარდება (ვიდეო)

1486

ბათუმში დიმიტრი სვიშევსკის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა ადგილობრივებს წლებია ამ მდგომარეობაში ახსოვთ. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გზის ის მცირე მონაკვეთი მოაწესრიგა, რომელზეც პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ბათუმში ვიზიტის დროს უნდა გაევლო.

ადგილობრივების თქმით, ახსოვთ  მოქმედი მერის წინასაარჩევნო დაპირებაც, თუმცა ლაშა კომახიძე მათ მერად დანიშვნის შემდეგ ქუჩაზე აღარ უნახავთ.

200 მეტ ოჯახს მზიან ამინდებში მტვერი, ხოლო გაწვიმების დროს ტალახი აწუხებთ. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობა მიწისქვეშა კომუნიკაციით დღემდე ვერ სარგებლობს.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახუის უფროსი დიმიტრი სვიშევსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას 2020  წლისთვის ვარაუდობს.  სულხან  ევგენიძის თქმით, ტერიტორია მას შემდეგ კეთილმოეწყობა, რაც “ბათუმის წყალი“ ადგილზე მუშაობას დაასრულებს.