თელავის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა და ოთხი სამსახურის უფროსმა თანამდებობები დატოვეს.
როგორც თელავის მერიაში აცხადებენ თანამშრომლებმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, თელავის მუნიციპალიტეტში, თანამდებობა უკვე მერის ორმა მოადგილემ დატოვა.