19 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთის განვითარების საბჭოს წევრის, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბჟინევი შევიდა. ბჟინევის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლებისთვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეძლებს. სოფელ ბჟინევთან ერთად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 36 სოფელს მიენიჭა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!