ჩუღურეთის რაიონში წყალარინების სისტემას აკეთებენ

662

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

“აღნიშნულ მისამართზე, 50 წელზე მეტია მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 41 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა ეზოში გზის საფარს მოაწესრიგებს, რათა მოსახლეობას კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს”არმაზი“ ახორციელებს, ერთი თვის ვადაში დასრულდება.