საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.