ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობდა, ამომრჩეველთა აქტივობა იყო: მარნეულში – 35,82%, ზესტაფონში – 57.03%, ჭიათურაში – 43.26%, ზუგდიდში – 46.88%, ხულოში – 58.21%.
რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდებოდა, ასეთია: საგარეჯო – 74,56%, ახმეტა – 50,57%, ადიგენი – 56.41%, ტყიბული – 39.85%, წყალტუბო – 52, 05%, ოზურგეთი 45.45%.
თბილისის პირველ მაჟორიტარულ ოლქში კი, 20 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 34.27% იყო.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო.