გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება

1670

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის საავტომობილო გზაზე სოფელ გომარეთთან და უერთდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. საავტომობილო გზის მონაკვეთი (სავარაუდო სიგრძე 7კმ) ამორტიზირებულია და ფერხდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხრეშოვანი საფარი ძლიერ დაზიანებულია. დღესდღეობით არსებულ გზაზე მხოლოდ მაღალი განვლადობის ავტოტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება. რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ გზაზე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ავტოტრანსპორტით მოძრაობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი წარმოადგენს უმოკლეს გზას დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. გადაადგილების მანძილი მცირდება დაახლოებით 20 კმ-ით.

მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებლები. უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება. ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული და განახლებული  გზით ისარგებლონ.

რეაბილიტირებული გზა, ხელს შუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას.