გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, მეჯვრისხევი-ახალუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის რირებულებაც 1 079 419 ლარს შეადგენს შპს “საგზაო სამშენებლი სამმართველო N1” მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 7 000-მდე ადგილობრივი ისარგებლებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი ისარგებლებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა, ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს.
გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეულია. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული და ვერ ატარებს, ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. არსებული გზის საფარი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ უნდა გაიწმინდოს და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტემაც“, – ნათქვამია მერიის მიერ ინფორმაციაში.