გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება შეწყდა. ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ მიზნით ბიუჯეტში 18 800 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ეს თანხა დღეის მდგომარეობით ამოწურულია. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით თანხის გაცემის წესი დასახვეწია.
“თანხები, რომელიც ამ პროგრამისთვის იყო გამოყოფილი, სრულად ამოიწურა. აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. იყო ხარვეზები, ყველა ითხოვდა დახმარებას, ჰქონდათ თუ არა ამის საჭიროება”, – აღნიშნა დავით რაზმაძემ.