რიკოთის გვირაბში რამდენიმე დღით მოძრაობა შეიზღუდება

1084

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

მოძრაობა შეზღუდული იქნება: 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

“საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.