რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში ელექტრონული გადახდის სისტემა ამოქმედდა

993

წინა სტატია

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში თანამედროვე გადახდის სისტემები და ელექტრო ტაბლოები დაამონტაჟეს.

“კომპანია “ინტერტრანსი” გადახდის ახალ, თანამედროვე სისტემაზე გადავიდა. 13 აპრილიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად, “მეტრომანისა“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გახდა შესაძლებელი. პირველ ეტაპზე სისტემა 100  ე.წ “ყვითელ” მიკროავტობუსში დამონტაჟდა.

სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოებიც დამონტაჟდა. მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითაც შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ კომპანია “ინტერტრანსში”.