რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში ელექტრონული გადახდის სისტემებს ამონტაჟებენ

1736

სტატიის გაგრძელება

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა “ინტერტრანსის” კუთვნილ ყვითელ მიკროავტობუსში თანამედროვე გადახდის სისტემებსა და ელექტრო ტაბლოებს ამონტაჟებენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი გადახდის სისტემა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში ეტაპობრივად დამონტაჟდება და მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც სამგზავრო ბარათი “მეტრომანით“, ასევე საქართველოს ბანკის ბარათებით.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტექნიკურად აღჭურვის პროცესი 65 მიკროავტობუსში უკვე დასრულებულია.