აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 797 000 ლარია.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს შესაბამისი განცხადების გაკეთება 5 მაისიდან 10 მაისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.
“მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულებულია. სოფელ სალიბაურიდან-სოფელ ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.
ამასთან, უკვე დაწყებულია და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან (სოფელი ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის შედეგად დამატებით 15 200 აბონენტი გაზიფიცირდება, სამუშაოებზე კი 140 ადამიანი დასაქმდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
#მაღალმთიანიაჭარისგაზიფიცირება #ხიჭაურიგოდერძი #ინფრასტრუქტურა #აჭარა2019✅ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების…
Posted by აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო on ორშაბათი, 15 აპრილი, 2019