ზუგდიდის ბულვარში ოდა-სამკითხველო გახსნეს

966

დედაენის დღეს ზუგდიდის ბულვარში ოდა-სამკითხველო გახსნეს. მეგრული ოდის ფორმის წიგნების თაროდან მოქალაქეები მათთვის სასურველ წიგნებს წაიკითხავენ სურვილის შემთხვევაში კი, ახალ წიგნებსაც დატოვებენ.

“ხშირად წავაწყდები ხოლმე სოციალურ ქსელში, მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან სკვერის სამკითხველოების სურათებს და დანანებით ნათქვამსაც, ნეტავ ჩვენს ქალაქებშიც იყოსო, არადა უკვე ათ ქალაქში და ათ სოფელში დავდგით ულამაზესი, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო წიგნის მცირე ბიბლიოთეკები. ყველგან იმ სივრცის კონტექსტის მიხედვით ვაკეთებთ. ოსტატი ჩვენი თანამშრომელი თენგო მოდუა. დღეს ზუგდიდში დაპირებული ოდა-ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ – წაიღეთ წიგნები და დააბრუნეთ ან იქვე წაიკითხეთ”, – ამბობს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

სკვერის ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა.

გილოცავთ ქართული ენის დღეს!ხშირად წავაწყდები ხოლმე სოციალურ ქსელში, მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან სკვერის სამკითხველოების…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on კვირა, 14 აპრილი, 2019