ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები თბილისისა და ხაშურის შემდეგ გომბორზეც გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ინსტალაციები სხვადასხვა უბნებში, ხოლო ხაშურში ქალაქის შესასვლელთან დამონტჟდა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია და მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.