თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქ ლაივის მეშვეობით დედაქალაქში ახალი პროექტი ე.წ “ქარშეარინგი“ დააანონსა. კალაძის თქმით, მსგავსი პროექტი ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და “ავტომობლების გაზიარების“ პროექტით სარგებლობას ახლო მომავალში თბილისელებიც შეძლებენ.
მერის თქმით, აღნიშნული პროექტით დაინტერესებული ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი ახლო მომავალში პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
პირველ ეტაპზე ქალაქში 300 ელექტროავტომობილს ჩამოიყვანენ და სხვადასხვა ადგილებში განათავსებენ. ელექტრომობილებით სარგებლობა კი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამასთან, აპლიკაციით მომხმარებლები ავტომობილის დაჯავშნასაც შეძლებენ. მომსახურების ფასი კი, როგორც მერი ამბობს, ხელმისაწვდომი იქნება. ელექტრომობილებით სარგებლობის შემდეგ ავტომობილების დატოვება სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე იქნება შესაძლებელი.
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on სამშაბათი, 15 იანვარი, 2019