ქუთაისში სკეიტპარკი გაიხსნა

922

წინა სტატია

ქუთაისისი მერიის ინფორმაციით, სკეიტპარკი ოლიმპიურ სტანდარტების შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა.

სკეიტპარკი ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა.

“ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტპარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის უკან დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისის არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს ყველაფერი ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.