ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ყოფილმა თანამშრომელმა მაია მურუსიძემ მერიას დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მაია მურისიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე მხარეს მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა. ასევე, მერიას ადვოკატის მომსახურებისა და სხვა ხარჯების ანაზღაურებაც მოუწევს.
გაასაჩივრებს თუ არა მერია ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.
მაია მურისიძე 2018 წელს რეორგანიზაციის ფარგლებში სხვა თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლდა.