ადიგენში ოქროს ციხემდე მისასვლელი გზის ნაწილი მოწესრიგდება

961

ადიგენში ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 552 290 ლარზე გამოაცხადა. სწორედ ეს გზა მიდის ოქროს ციხემდე, თუმცა მიმდინარე წელს ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი მონაკვეთის სრულად მოასფალტება არ იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 2.63 კმ-ს შეადგენს. ტენდერში მონაწიელობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ხუთ აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დამთავრდება.

ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გამარჯვებულ კომპანისთან ხელშეკრულების დადებიდან 150 დღის ვადაში დასრულდება.

“პროექტით გათვალისწინებული გზის მონაკვეთი სოფლების დამაკავშრებლია და არ ითვალისწინებს ოქროს ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, მაგრამ მეორე ეტაპზე ტურისტულ ძეგლამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. ამაზე როგორც მერია, ასევე, კულტურული მემეკვიდრეობის სააგენტო მუშაობს“, – აცხადებენ ადიგენის მერიაში.