ქუთაისის მერიის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

1188

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მარგველაშვილი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მარგველაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მისი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას.

სამხედრო სამსახურის სპეციალისტი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის აღების მომენტში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარგველაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე…

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on ორშაბათი, 01 აპრილი, 2019