ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

707

წინა სტატია

ათთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის საკრებულომ გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეარჩია. პირველი აპრილიდან ამ პოზიციას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ივანე შალუტაშვილი დაიკავებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე, პირველ აპრილს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიას უკვე 10 თვეა რაც თავმჯდომარე არ ჰყავს. ამის გამო კომისიის მუშაობას პრობლემები ექმნებოდა.

2018 წლის ივნისამდე ეს პოზიცია “ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატს გიორგი გიუაშვილს ეკავა.