დედოფლისწყაროში ბიოსფერული რეზერვატის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

733

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ერთობლივად განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

როგორც დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ, პროექტის “ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა კახეთის რეგიონში“ ხანგრძლივობა ორი წელია და ამ დროის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება ბიოსფერული რეზერვატი, რომელიც არა მხოლოდ დედოფლისწყაროს, არამედ მთლიანი რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, გრანდიოზული მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი საქართველოს მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში დედოფლისწყაროში, ფოთსა და ზესტაფონში ხორციელდება.

↘️ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს…

Posted by დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია on ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019