თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და შესაბამისად, ტაქსების გადაღებვა მიმდინარეობს.
“ბევრჯერ მომიწია ახსნა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებენ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები. ჩვენი მუშაობით, ისინი საშემოსავლო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ქალაქში მათთვის საპარკინგე ადგილებია გამოყოფილი და უფასო იქნება. უკვე არსებობს ეს ადგილები და ჩვენ კიდევ ვამატებთ საპარკინგე ადგილებს. ტაქსის მანათობელიც, რომლის დიაზინიც გუშინ წარვადგინეთ უფასოდ გადაეცემათ. სტანდარტით ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერი, ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერები მათ უფასოდ გადაეცემათ. დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერი არის გაცემული და შესაბამისად, მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. ასევე, მინდა ვთქვა, რომ რეკლამის განთავსების შემთხვევაში, მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შემოსული თანხა მათი საკუთრება იყოს. ადამიანები, რომლებიც კარგად ფიქრობენ, მხედველობაში მყავს ტაქსის მძღოლები, კმაყოფილი უნდა იყვნენ და ბედნიერი, რომ ამით მათ დამატებითი ბენეფიტი და შემოსავალი უჩნდებათ, რაც მათი ოჯახებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კახა კალაძემ.
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაქსის რეფორმით უკმაყოფილო მძღოლები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მიმდინარეობისას დააკავეს ერთ-ერთი მძღოლი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს, შესაძლოა, “ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს.
ტაქსის მძროლებმა მიმდინარე რეგულაციებია რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასთანაც გააპროტესტეს, რაზეც თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის გაპროტესტება მერიისთვის მიუღებელია.
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში.