A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს ტაქსის სპეციალური მანათობლები გადაეცემათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმი, როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, ხოლო როცა მძღოლი თავისუფალი იქნება – თეთრი ფერის.
“B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არაფრის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები. მერის თქმით, რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა დარჩება მძღოლს.
“ჩვენ ვთქვით, რომ ვაგაკეთებდით, დავამზადებდით სპეციალურ მანათობლებს, რომელიც, ასევე, უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან. როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, როცა მძღოლი თავისუფალია, მანათობელი იქნება თეთრი ფერის. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია “აითიჯი ჯორჯია“, რომელიც A კატეგორიის ტაქსებისთვის უფასოდ დაამზადებს მანათობლებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.