ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობა, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.
სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.
სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.
პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ბათუმს თანამედროვე სპორტული კომპლექსი ექნება
ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა. პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული.
Posted by საქართველოს მთავრობა | Government of Georgia on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019